„გურამ შარაძის საზოგადოების" დამფუძნებელი რუსუდან შარაძე მისი მამის, აქტივობებს იხსენებს და გადაცემაში „მემკვიდრეობა" აღნიშნავს, რომ ლევილის მამულის დაბრუნებაში გურამ შარაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
„დღეს რომ ლევილი საქართველოს უბრუნდება, ეს არის გურამ შარაძის დამსახურება. სამი რამ იყო საქართველოში დასაბრუნებელი, ეს იყო განძი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა დაუბრუნა სამშობლოს, პირველი დემოკრატიული მთავრობის არქივი- ორ ნაწილად გაყოფილი, ჰარვარდული და პარიზული, რაც ორივე ნაწილი დააბრუნა გურამ შარაძემ და ბოლომდე იყო მისაყვანი ლევილის თემა, რომელიც სადაცაა დასრულდება.
მამაჩემის ყველა აქტიურობა და მოქმედება ოჯახს ყოველთვის ეხებოდა. ეს იყო ძალიან ეკლიანი გზა, თუმცა რომ დააბრუნო ყველაფერი, მთელი ოჯახი გავივლით იგივე გზას."- განაცხადა რუსუდან შარაძემ.