reportiori.ge - ფონდმა „ქართუმ“ 600-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია განახორციელა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:46
საზოგადოება
ფონდმა „ქართუმ“ 600-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია განახორციელა
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 00:52


ფონდმა „ქართუმ" ქვეყანაში არსებული თეატრების სარესტავრაციო სამუშაოები 140 მილიონ ლარით დააფინანსა, რაგბის განვითარებაზე კი ფონდმა 65-70 მილიონი ლარი გაიღო, თეატრის მსახიობებს ფონდი წელიწადში დაახლოებით 2,6 მილიონი ლარით აფინანსებს. როგორც "აიპრესთან" საუბარში ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, ფონდისთვის 2016 წელს პრიორიტეტული კვლავ სპორტისა და კულტურის დაფინანსება იქნება.


"ფონდის პრიორიტეტებში, რა თქმა უნდა, კულტურისა და სპორტის დაფინანსებაა. ვეხმარებით ბევრ სპორტულ ფედერაციას, ვაგრძელებთ რაგბის დაფინანსების პროგრამას. რაგბს რამდენიმე წლის წინ, საერთოდ სტადიონიც კი არ გააჩნდა და რაგბის მხარდამჭერის, დაახლოებით 50 მილიონიანი პროგრამა დავიწყეთ", - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.


სტადიონების მშენებლობაზე ფონდმა დაახლოებით 50 მილიონამდე ლარი დახარჯა, 15-18 მილიონი კი ნაკრების სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერაზე. "ყოველწლიურად საქართველოს რაგბის ნაკრები "ქართუდან" 2 მილიონის დახმარებას იღებს. მხოლოდ რაგბის განვითარებისთვის გაღებული თანხა 65-70 მილონი ლარია".


რაც შეეხება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ფონდმა 600-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია შეძლო, მათ შორისაა ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, მუზეუმები... ფონდის დაფინანსებით განხორციელდა ისეთი ძეგლების რესტავრაცია, როგორიცაა ანანური, ალავერდი, სვეტიცხოველი...


ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას ფონდი "ქართუ" წელსაც გააგრძელებს. ფონდი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს, რომელიც 100 მილიონს წლიურად თითქმის არ ჩამორჩება. "ქართუ" წელს გეგმავს ვარძიის რესტავრაციას, სვანეთში სვანურ კოშკებს აღადგენს, ასევე იგეგმება მუცოს აღდგენითი სამუშაოებიც...


"ჩამონათვალი ბევრია, 600-ზე მეტი ძეგლის რესტავრაცია იგეგმება, მნიშვნელოვანია ყველა, მაგრამ ზოგი უფრო მნიშვნელოვანია. რესტავრაციაში იგულისხმება არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ განხორციელებაც ჩვენივე სამშენებლო ძალებით. ჩვენ ყოველ წლიურად 60-მდე ძეგლს ვაკეთებთ, ყოველ წლიურად 40-დან 60-მდე ძეგლი კეთდება მთლიანად ან ნაწილობრივ იმისდა მიხედვით ვის რა სჭირდება. ყველას ხომ არ სჭირდება ყველაფრის რესტავრაცია. წელსაც გვაქვს ბევრი თეატრი სარემონტო, იმ ჩამონათვალში ჩანს, რომ ჩვენ ვატარებთ აღდგენით სამუშაოებს ბათუმის დრამატულ თეატრზე. არის ასევე თხოვნა ბევრ მნიშვნელოვან ობიექტზე სხვა ქალაქებშიც და სავარაუდოდ, ამასაც განვახორციელებთ", - ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი.


პრიორიტეტების შერჩევასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, რომ ეს საჭიროების შესაბამისად იგეგმება. "გვაქვს მჭიდრო კავშირი სახელმწიფო უწყებებთან, ამ პრიორიტეტებს სწორედ მათთან ერთად განვიხილავთ. ის ობიექტები, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკეთებს და არ აქვს შესაძლებლობა ისინი მოგვმართავენ და ჩვენ უარს ასეთ რამეზე არ ვეუბნებით. ასეთივე დამოკიდებულება გვაქვს ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებით, რაც ესაჭიროება სახელმწიფოს და ბიუჯეტს მის დაფინანსება არ ძალუძს, ამ დროს ყოველთვის მხარში ვუდგავართ. ერთადერთი მოთხოვნა რაც ჩვენ გვაქვს, არის ის რომ ეს აღნიშნული რესტავრაცია უნდა იყოს ყველა ინსტანციაში გავლილი, უნდა იყოს ნებართვები და შეთანხმებები და ამის შემდეგ ვიწყებთ სამუშაოებს", - განმარტავს "აიპრესთან" საუბრისას ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელი ნოკოლოზ ჩხეტიანი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016