reportiori.ge - მანჩო გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის განვითარებას აფერხებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:59
საზოგადოება
მანჩო გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის განვითარებას აფერხებს!
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 02:00


მანჩო გიორგობიანმა „ობიექტივის" ეთერში "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ძალა უწოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ოცნების მხარდამჭერია, სურვილი აქვს, რომ პარლამენტში იხილოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც, გარდა ნაციონალური მოძრაობისა.

 

„შედარებითია ყველაფერი და უკეთესობისკენ ვართ, ამიტომ ჯერ კიდევ ოცნების მხარდამჭერი ვარ. მიუხედავად ამისა, გულით ვისურვებდი, რომ პარლამენტში შევიდეს ირმა ინაშვილის პარტია, შებრძანდეს -ნი ნინო ბურჯანაძის პარტია, აუცილებლად შემოვიდეს ალასანიას პარტია და იყვნენ პარლამენტში , გადანაწილდნენ სხვადასხვა პარტიები გარკვეული პროცენტებით და მაქსიმალურად ჩაჩოჩდეს ეს სიგიჟე - ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მიზანმიმართულად   აფერხებს ქვეყნის განვითარებას"-განაცხადა მან  ტელეკომპანია "ობიექტივში" სტუმრობისას.


მანჩო გიორგობიანის თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პირველად ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი და ნაცვლად იმისა, რომ ეს თემა უფრო საფუძვლიანად გაეშუქებინათ, ყურადღების ხელოვნურად გადატანა მოხდა გოგი თოფაძეზე, რითაც მთავარი თემების გადაფარვა მოხდა.


"არაჩვეულებრივად ჩაიარა პრეზიდენტის გამოსვლამ პარლამენტში, ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, ყველა მინისტრები, უსერიოზულესი სიტყვა თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ ყველა მთავარი თემა დაიკარგა ამ მოხსენებიდან. ყველა გადაერთო გოგი თოფაძზე, ორი დღე მხოლოდ ამაზე იყო ლაპარაკი, სირცხვილია"- განაცხადა გიორგობიანმა.



წყარო: ფოსტალიონი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016