reportiori.ge - „კავკასუს ონლაინს" საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:01
საზოგადოება
„კავკასუს ონლაინს" საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან აქვს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 10:00



„კავკასუს ონლაინი" განმარტავს, რომ მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე მიმდინარეობს.


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე "კავკასუს ონლაინს" აქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის "ვიმპელკომთან" და "მაგთიკომთან" საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე.

 

მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება. პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებაზეცაა საუბარი გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც ამას მოითხოვს კომისიის დებულებები: კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომიისიის წინასწარი თანხმობა.

 

კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად, ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი", - ნათქვამია განცხადებაში.


„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მტკიცებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აღნიშნულ ინფორმაციას "საგანგაშოს" უწოდებს და განმარტებებს ითხოვს.



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016