ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ნათია კობერიძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
„ეს ნათია კობერიძე აშკარად დებილია და რა ვუყო. ვწუხვარ, რომ ცილისწამებაზე საქართველოს კანონმდებლობა არაფერს ითვალისწინებს.
მოკლედ... მოვითხოვ, საჯაროდ მომიხადოს ბოდიში ე.წ. ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ, რომელმაც ცილი დამწამა, თითქოს მედიას მე შევუკვეთე ტყუილის თქმა ერთ-ერთი მოქალაქის, გიორგი მაისურაძის მხრიდან მართლმადიდებლობაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით (რაც შემდგომში მაისურაძემ უარყო და სიტუაცია გაირკვა). თუ გაქვთ შესაძლებლობა , მიაწვდინეთ ხმა ამ ოლიგოფრენ არსებას - ნათია კობერიძეს, რომ მომიხადოს საჯაროდ ბოდიში.
P.S. ჩემთვის დამამცირებელია, რომ მსგავს მარგინალებს დროს ვუთმობ, ვახსენებ და კომენტარებს ვაკეთებ, მაგრამ ცილისმწამებლებზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ", - წერს გამზარდია.