reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:32
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 12:25



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „კავკასუს ონლაინსა" და რუსულ კომპანია „ვიმპელკომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითონაც წინააღმდეგი იქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული.



პრემიერის თქმით, ის დავოსის ფორუმის ფარგლებში „ვიმპელკომის" წარმომადგენლებს შეხვდა და „საუბარია კომპანიის მიერს საცალო სეგმენტის შესყიდვაზე და არა შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისებაზე".



მე მქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი მარეგულირებელ კომისიასთან და მქონდა თვითონ ამ კომპანიის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა დავოსის ფორუმის ფარგლებში. ეს კომპანია აპირებს, რომ შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც არის ქვეყნის შიგნით. მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული, ვინაიდან ამას გარკვეული სტრატეგიული ხასიათი აქვს. კომპანია არ აპირებს შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, ასევე, სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ. ჩვენ გვყავს სხვა კომპანიებიც, მათ შორის, რუსული მონაწილეობით და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამაში მე ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავ. საუბარი არის ქვეყნის შიგნით კლიენტურის ქსელის ბიზნესის შეძენაზე, რაც არანაირ საფრთხეს არ შეიცავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მოამზადა ნათია ცუხიშვილმა






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016