reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ეს საკითხი ამოწურულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:38
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ეს საკითხი ამოწურულია!
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 12:52

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოსთან გაერთიანების საკითხი გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან უაზრო სპეკულაციას წარმოადგენს.

 

 

ამაზე მე გავაკეთე კომენტარი. პრეზიდენტმაც გააკეთა, სხვათაშორის, ანალოგიური კომენტარი და მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია. დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური და ფუნქციები არის მკაფიოდ გამიჯნული. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ახორციელებს კრიზისული სიტუაციების მართვას მანამდე, სანამ ეს გადადის საგანგებო მდგომარეობაში. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ერთვება ეროვნული უშიშროების საბჭო. მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ეს არის უბრალოდ გარკვეული პოლიტიკოსების მცდელობა, რომ აბსოლუტურად უაზრო სპეკულაციები ახორციელონ ამ საკითხზე, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის ინიციატივით თავისუფალი დემოკრატები გამოვიდნენ.

 

 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016