reportiori.ge - მინდია ჯანელიძე: არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:34
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 13:54


 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, ქვეყანაში არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა არ არსებობს.

 

მისი თქმით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და უშიშროების საბჭოს კომპეტენციები გამიჯნულია და განსაზღვრულია კანონით.

 

 

მე მოვისმინე, რომ ქვეყანაში არსებობს ორი პარალელური სტრუქტურა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს. უშიშროების საბჭო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა თავისი კომპეტენციით და ფუნქციებით, ხოლო კრიზისების მართვის საბჭო არის თავის ფუნქციებით და კომპეტენციებით ასევე აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ეს განსაზღვრული და დადგენილია კანონით. რაც შეეხება მოსაზრებებს, შეიძლება მრავალი არსებობდეს ამ საკითხზე, კიდევ ბევრ საკითხზე. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხებზე სამუშაო რეჟიმში ვიმსჯელოთ, მაგრამ ზედმეტი პოლიტიზება არ ვარგა, ვინაიდან ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

 

 

მისიივე თქმით, მზად არის, სამუშაო ვითარებაში ნებისმიერს შეხვდეს.

 

 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016