reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი: რაზე გავაკეთო კომენტარი -„მაესტროში“ რომ ჩხუბობენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:48
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: რაზე გავაკეთო კომენტარი -„მაესტროში“ რომ ჩხუბობენ?
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 13:54

 

 

„რაზე გავაკეთო კომენტარი - რომ ჩხუბობენ „მაესტროში?" - აღნიშნული განცხადება„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაქარია ქუცნაშვილმაგააკეთა. პარლამენტარის თქმით, ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე დავა არის კერძო პირთა დავა და სახელმწიფო ამ პროცესისგან შორსაა.


„ჩვენთან ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა დავის კულტურა და ყველაზე მტკივნეულად ეს დავები მიმდინარეობს მედიაკომპანიებთან მიმართებაში. 2 სფერო გამოიკვეთა დავებში -ეს არის მემკვიდრეობის გაყოფის სფერო და მედიის საშუალებების კონტროლის სფერო. აქ დავის კულტურა არის ძალიან დაბალ დონეზე, როცა ვინმე შეძლებული ადამიანი გარდაიცვლება, მეორე დღესვე ჩნდება მოლოდინი, რომ მემკვიდრეები დაერევიან ერთმანეთს და ატყდება გნიასი დანატოვარი ქონების გაყოფისთვის. ასეთი განცდაა მედიასთან მიმართებაშიც. მედიის მართვის დავაში კულტურა არის ნულოვანი. ატყდება დაუნდობელი ბრძოლა, ვიღაც ხელისუფლებას აბრალებს, ვიღაც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადამიანებს. ერთი რამ შემიძლია გითხრათ დაბეჯითებით, ხელისუფლება ასეთ დავაში იმ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს, თუ რომელიმე თანამდებობის პირს გაუჩნდება სურვილი, ჩაერიოს ამ პროცესში და ხელისუფლების ჩარევა მხოლოდ ამ ქმედების აღკვეთაში უნდა გამოიხატებოდეს და არა პროცესის მართვაში. მივესალმები იმას, რომ მხარეები რამდენჯერმე შეიკრიბნენ და მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ. შესაბამისად, მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, არ მივცემთ თავს უფლებას, მეტი შეფასება გავაკეთო ამ პროცესთან დაკავშირებით. ეს მათი გადასაწყვეტია. მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩავერეოდი იმ შემთხვევაში, თუ დავინახავდი, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ამ პროცესში უხეშად ერევა. აქვე დავძენ, რომ ჩემი ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტროს" დღემდე აფინანსებდა მაკა ასათიანი", - განაცხადა პარლამენტის წევრმა.



ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი  საქართველოს მოსახლეობას დავითობას ულოცავს. „გილოცავთ, წარმატებას და წინსვლას გისურვებთ პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016