reportiori.ge - არჩილ გამზარდია: ღმერთმა შეგვაძლებინოს, ვიყოთ დავით აღმაშენებელივით ქვეყნის აღმაშენებელნი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:25
საზოგადოება
არჩილ გამზარდია: ღმერთმა შეგვაძლებინოს, ვიყოთ დავით აღმაშენებელივით ქვეყნის აღმაშენებელნი
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 14:42

 

 

 

წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენებას გილოცავთ, ღმერთმა შეგვაძლებინოს, ვიყოთ ისეთივე აღმაშენებელნი ქვეყნისა და ისეთივე თავმდაბალნი, საკუთარი ცოდვებს განვიცდიდეთ მასსავით", - წერს ანალიტკოსი არჩილ გამზარდია „facebook"-გვერდზე.



ქართველებს დავით აღმაშენებელი გვიყვარს იმის გამო, რომ იმ დროისთვის დიდი იმპერია შექმნა ჩვენი სამშობლოს სახით, რომ ცენტრალიზებული იყო სახელმწიფო და ერთი ადამიანი მართავდა ყველას და ყველაფერს, მაგრამ რაც მთავარია, იმ ერთ ადამიანს ქვეყანა უყვარდა და სახელმწიფოზე ფიქრობდა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ცნობები, რას ფიქრობდნენ მასზე იმ დროის ადამიანები, მაგრამ ალბათ პროგნოზირებადია მაშინდელი ქართველის თვითვალდებულება - რომელიც უფლებებზე მეტად საკუთარ ვალდებულებებს გრძნობდა, ალბათ ამიტომაც შეიქმნა მაშინ საქართველოს ოქროს ხანა"...

მოქალაქეებს დავით აღმაშენებელი გვიყვარს ამ ძლიერებისთვის, ეკლესიას კი ამასთან ერთად უყვარს იმ სინანულისათვის, რაც დავით აღმაშენებელს ბოლო წლებში ჰქონდა, რამაც საკუთარი თავი, როგორც ადამიანს, ყველაზე უკანასკნელ ადამიანად ჩაათვლევინა, რამაც გალობანი სინანულისანი" შეაქმნევინა და რის გამოც, დავით აღმაშენებელმა დაიბარა, რომ მის საფლავზე გაევლო ყველა ადამიანს ასწლეულების განმავლობაში.

ამიტომაც არის ეს ადამიანი წმინდანიც და გამორჩეულიც, არა უბრალოდ, იმპერიისათვის, არამედ განსაკუთრებული ადამიანობისათვის.

ზუსტად ვიცი, დღეს რომ დავით აღმაშენებელი დაბადებულიყო, მას ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი ჩაქოლავდა, აუკრძალავდა მეფობასაც, საქმიანობასაც და ამ წმინდანს ყველაზე უფლებადამრღვევად გამოაცხადებდა.

წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენებას გილოცავთ, ღმერთმა შეგვაძლებინოს, ვიყოთ ისეთივე აღმაშენებელნი ქვეყნისა და ისეთივე თავმდაბალნი, საკუთარი ცოდვებს განვიცდიდეთ მასსავით", - წერს არჩილ გამზარდია.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016