„მაესტროს" გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის ბრალდებებს „მაესტროს" ყოფილი მეწილე გიორგი ებრალიძე „იმედთან" საუბრისას პასუხობს.
„ახლა მე შემიძლია თქვენზე ვთქვა, მე იმიტომ მირეკავთ, რომ თქვენ ირაკლი რუხაძემ დაგირეკათ ლონდონიდან და გიბრძანათ - ჩემთვის დაგერეკათ - ასეთ სისულელეებს ვიტყვი... მე არაფერი არ მაკავშირებს იმ ადამიანთან. მე მქონდა ურთიერთობა გია გაჩეჩილაძესთან და ლევან გაჩეჩილაძესთან. ცრუობს ქალბატონი ბაია. ალბათ, კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები კარგად ჩაიხედავთ ამ დოკუმენტში, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი გარკვევით წერია. წერია ის, რომ ჩვენ სამი დღის ვადას კი არ ვაძლევთ შესყიდვაზე, ჩვენ ვაძლევთ სამი დღის ვადას მოფიქრებაზე. ანუ, სამი დღის ვადაში მათ უნდა ეთქვათ, აპირებენ თუ არა ამ წილის შესყიდვას. იმის შემდეგ, ჩვენ კიდევ ველოდებოდით ხუთ დღეს. მერე კიდევ დავუმატეთ დღეები, მე მგონი, სადღაც რვა დღე გამოვიდა. ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ წინადადებაც არ მიგვიღია მათგან შესყიდვის შესახებ. სურვილიც არ გამოუთქვამთ", - განაცხადა ებრალიძემ „იმედთან" საუბრისას.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა