საფრანგეთში არსებული ქართველი ემიგრანტების მიწა, საქართველოს გადმოეცემა. ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" მწერალიდათო ტურაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ლევილი ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია.
„ძალიან კარგია, რომ ლევილის მამული საქართველოს გადმოეცემა. ეს ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ ის მიწა, სასაფლაო და შატო საქართველოს უბრუნდება. ლევილში საქართველოს ისტორიისთვის ძალიან ბევრი სახელოვანი და მნიშვნელოვანი ადამიანია. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
1921 წელს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ ქვეყანა არამარტო მთავრობამ, არამედ კულტურის წარმომადგენლებმაც დატოვეს და ემიგრაციაში ცხოვრობდნენ საფრანგეთში. მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ლევილი ქართული კულტურის მთავარი ცენტრი იყო", - ამბობს დათო ტურაშვილი.