reportiori.ge - დავით სერგეენკო: არ ვაპირებ ზურაბ ჭიაბერაშვილთან პაექრობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:43
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: არ ვაპირებ ზურაბ ჭიაბერაშვილთან პაექრობას
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 16:21

 

 

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში წამლების გაიაფება უხარისხო მედიკამენტების შემოტანის ხარჯზე ხდება.



არ ვაპირებ, ზურაბ ჭიაბერაშვილთან პაექრობაში შევიდე, რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ რატომღაც ძალიან უჭირს არგუმენტების დადება.

სტრატეგია იყო და არის ორი რამ: ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა და მეორე - ბაზარზე ისეთი პირობების შექმა, რომელიც ახალი მოთამაშეების შემოსვლას უზრუნველყოფს, ანუ კონკურენციის უზრუნველყოფას. ამ სტრატეგიამ თავისი შედეგები უკვე გამოიღო. ახალი კომპანია გამოჩნდა, მე იმედი მაქვს, რომ მას სხვა კომპანიებიც მოჰყვებიან", - აღნიშნა მინისტრმა.



მისივე განცხადებით, წამლის ბაზარზე ფასების ცვლილებებს პირადად არც სერგეენკო და არც ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონტროლებს.


ჩვენ ვუყურებთ ზოგადად ბაზარზე ფასების ცვლილებებს. ახლა რასაც ვხედავთ, ამ ახალი კომპანიის შემოსვლამ ბაზარზე ფასების ცვლილებები უკვე გამოიწვია. კერძოდ, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების შემცირება, რაც თურმე შესაძლებელი ყოფილა. კონკურენციამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელისუფლება კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიასთვის" 30 მლნ დოლარის კრედიტის გაცემისთვისაც გააკრიტიკა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016