reportiori.ge - ანი მიროტაძე: ბევრი გავაკეთეთ, რათა არ ყოფილიყო კითხვის ნიშნები...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:10
პოლიტიკა
ანი მიროტაძე: ბევრი გავაკეთეთ, რათა არ ყოფილიყო კითხვის ნიშნები...
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 16:31

 

 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ამჯერად საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი NATO-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება უნდა იყოს. მისივე თქმით, უკეთესი იქნება, ყურადღება იმპლემენტაციაზე გამახვილდეს, რადგან MAP-ის მიღება ამ ეტაპზე შეუძლებელია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე „რეპორტიორთან"საუბარში აპატურაის ამ განცხადებას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ MAP-ის მიღება აუცილებელობას არ წარმოადგენს, მთავარია, საქართველომ გზავნილი NATO-სგან მიიღოს.


„საქართველოს ძალიან მარტივად აქვს გაცხადებული, რატომ გვჭირდება NATO - ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, რაც სახელმწიფო ინტერესებში შედის.

 

ყველა ქვეყანას თავის სტრატეგიული არჩევანი  და სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს. როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო NATO-ში შესასვლელად ჯერ მზად არ არის, ხშირ შემთხვევაში ეს ჩემთვის გასაგები იყო, ამ შემთხვევაშიც გასაგებია.

 

MAP აჩემება არ არის, მაგრამ თუ ჩვენ NATO-სგან მკაფიო გზავნილები გვექნება, უახლოეს მომავალში საქართველოს შანსი აქვს, NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს. ამისთვის საქართველომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა ყველა მიმართულებით, ბევრი რეფორმა გაატარა, გარკვეული გამოწვევები და ხარვეზები არის, ამაზე არ ვდავობთ, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრიც გავაკეთეთ, იმისთვის, რომ არ ყოფილიყო კითხვის ნიშნები და NATO-ს წევრობა დაგვემსახურებინა.

 

გარდა ამ ყველაფრისა, რეფორმებისა, და ვთქვათ, იმ სერიოზული შედეგებისა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, საქართველოს თავის წვლილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ჯარისკაცები ბევრ ცხელ წერტილში არიან, ეს არის საქართველოს არჩევანი, თუმცა, იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარისკაცების იქ ყოფნა გვიხარია, მოგვწონს და ა.შ... ეს ნიშნავს, რომ ზუსტად გააზრებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილის შეტანა მსოფლიო მშვიდობაში. მგონი, ამას ყველა ხედავს და იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვა აზრი არ არსებობს, რაც მესმის ეს მადლობაა ამ სამშვიდობო მისიაში ჩვენი მონაწილეობისთვის და ჩვენი ბიჭების ვაჟკაცობისთვის.

 

მე არასდროს დავიღლები ვისაუბრო ამ ადამიანებზე, რამდენად მნიშვნელოვანია ის წვლილი, რასაც ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის განვითარებისთვის აკეთებენ. ზოგადად არ მომწონს, როდესაც გარკვეულ პროგრამებთან, საკითხებთან დაკავშირებით თემის განსაკუთრებულად აჟიტირება ხდება ხოლმე.

 

 

მიროტაძის თქმით - „თუ  MAP ვერ მივიღეთ, საქართველო წინ ვერ წავა", ასეთი ფორმულირება ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ NATO-ში გაწევრიანებისთვის ბევრი რამ დარჩა  გასაკეთებელი და ხარვეზები, რომელიც ამ პროცესის დაჩქარებას ხელს უშლი,ს აუცილებლად გამოსწორდება და ამისთვის კიდევ უფრო მეტი გაკეთდება.



„არ იქნება MAP, მაშინ მკაფიო გზავნილი უნდა იყოს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად გავხდებით NATO-ს წევრი ქვეყანა, რადგან მიმაჩნია, რომ ამისთვის ბევრი რამე გავაკეთეთ, არა მხოლოდ ამ ხელისუფლებამ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ხელისუფლებამ... თქვენ კარგად იცით, რომ ეს საქმე ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან არის დაწყებული. ვიცი, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს და ეს  სამუშაო ჩვენი გასაკეთებელია და  ამას ჩვენს გარდა არავინ გააკეთებს. მაგრამ ის, რომ ყველა შემთხვევაში NATO-სგან მკაფიო გზავნილი უნდა მივიღოთ, ეს არის ფაქტი. გასაგებია, რომ MAP-ს  ჯერ ვერ მივიღებთ, თუმცა ამ გზავნილს ველოდები", - განაცხადა მიროტაძემ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016