reportiori.ge - მიხეილ ჯანელიძე: მსოფლიო მხარდაჭერა ერთადერთი მექანიზმია საქართველოსთვის, რომ წინ აღუდგეს რუსეთის ქმედებებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:36
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: მსოფლიო მხარდაჭერა ერთადერთი მექანიზმია საქართველოსთვის, რომ წინ აღუდგეს რუსეთის ქმედებებს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 17:47



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.



რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ ჩვენთვის მეტად მგრძნობიარე თემას, რომელიც უკავშირდება რუსეთის არალეგიტიმურ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე და იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მხარდაჭერა ერთადერთი მექანიზმია საქართველოსთვის, რომ წინ აღუდგეს ამ ქმედებებს და განაგრძოს წინსვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენისთვის და ერთობისთვის. გვჯერა, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც დღეს არსებობს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში, ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა



 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016