reportiori.ge - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 08:59
პოლიტიკა
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 18:41

 

 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. მადლობის წერილში პროფესორი კლაუს შვაბი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედის გამოთქვამს.


„მადლობას გიხდით 2016 წელს ჩვენს ყოველწლიურ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრის რანგში თქვენი პირველი მონაწილეობისათვის.

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სხვა დამსწრეებთან ერთად, თქვენი მონაწილეობა წლევანდელ ღონისძიებაში, რომლის მთავარი თემა იყო „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია", მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით.

 

პროგრამაში თქვენმა აქტიურმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გარიჟრაჟზე თანამედროვე სამყაროში წარმოშობილი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას.

 

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეული ცოდნა და თქვენი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგი ადასტურებს თქვენს მონდომებას მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კითხით.

 

მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ „ევრაზიისა და თანამედროვე აბრეშუმის გზის" სესიის პანელში მონაწილეობისათვის. ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობის შესაძლებლობას „აბრეშუმის გზა ეკონომიკური კეთილდღეობისთვის" ინიციატივის ფარგლებში," - ნათქვამია წერილში.





მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016