reportiori.ge - გიორგი მამულაშვილი: სანამ დაუსაბუთებელ მასალას გამოაქვეყნებთ, ჟურნალისტები იმიტომ გქვიათ, რომ მოიძიოთ ზუსტი ინფორმაცია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:23
საზოგადოება
გიორგი მამულაშვილი: სანამ დაუსაბუთებელ მასალას გამოაქვეყნებთ, ჟურნალისტები იმიტომ გქვიათ, რომ მოიძიოთ ზუსტი ინფორმაცია!
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 19:23



ორგანიზაცია "ქართველი ახალგაზრდების" თავმჯდომარე გიორგი მამულაშვილი საინფორმაციო სააგენტო newposts.ge-ს მასალასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს. როგორც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მელორ ვაჩნაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანის ავტომობილით ნადირობს.



„ე.წ პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანის ავტომობილით ნადირობს? - ეს ვერსია აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამ უკანასკნელმა "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე საინტერესო ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე, რომელიც სავარაუდოდ გასულ წელსაა გადაღებული მელორ ვაჩნაძე სანადირო თოფით ხელში, SU 001 SS სერიის მანქანის ძარაზე მჯდომია გადაღებული. ფოტოზე გამოსახული სახელმწიფო სერიით ძირითადად სუს-ის თანამშრომლები სარგებლობენ, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ვაჩნაძე შესაძლოა სუს-ის მაღალჩინოსნის ავტომანქანას იყენებდეს პირადი სიამოვნებისთვის."ნიუპოსტი" მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ნიუპოსტსს" განუცხადეს, რომ აღნიშნული ავტომობილი სუს-ს არ ეკუთვნის. SU-SS და SS-US სერიით ნომრის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით", - აცხადებენ უწყებაში", - წერს ნიუპოსტი.


ორგანიზაცია "ქართველი ახალგაზრდების" თავმჯდომარე გიორგი მამულაშვილი აცხადებს, რომ ეს არის დაუსაბუთებელი მასალა. გთავაზობთ მამულაშვილის facebook-სტატუსს:


„მელორ, უშიშროების მაღალჩინოსანი ყოფილხარ და ამას მიმალავდი? რაც შეეხება ამ სოფლის ცნობათა ბიუროს ეს ნომრები და სერია არ არის უშიშროების ბალანსზე! მანქანა ეკუთვნოდა სანახევროდ ბანკს და შეგიძლიათ დოკუმენტაცია გამოითხოვოთ! ამჟამად სხვის მფლობელობაშია! სანამ დაუსაბუთებელ მასალას გამოაქვეყნებთ, ჟურნალისტები იმიტომ გქვიათ, რომ მოიძიოთ ზუსტი ინფორმაცია! ნომრები ეყენა იმის გამო, რომ დაბრკოლების გარეშე მივსულიყავით ა-დან ბ პუნქტამდე! პატივისცემით გიორგი მამულაშვილი", - წერს გიორგი მამულაშვილი.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016