„ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშავო ალტერნატიული განვითარების გეგმა", - აღნიშნულია გია გაჩეჩილაძის განცხადებაში, რომელსაც მისი ადვოკატი, ირაკლი კორძახია ავრცელებს.
„ნუ ვიკამათებთ ვისი ბრალია, მაგრამ ტელეკომპანია "მაესტრო" გაკოტრებამდე რომ მივიდა, ეს ფაქტია. ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშავო ალტერნატიული განვითარების გეგმა, რომელიც მისცემს "მაესტროს" საშუალებას გახდეს ფინანსურდ დამოუკიდებელი. ფინანსური დამოუკიდებლობა კი აბსოლუტური წინაპირობაა სარედაქციო დამოუკიდებლობისა. ამ გეგმის შემუშავებამდე კი აღარ ვაპირებ გავრცელებულ ჭორებზე და ცილისმწამებლურ განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას. მე დაველოდები "მაესტროს" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას და სასამართლო განხილვის შედეგებს",- ნათქვამია განცხადებაში.