reportiori.ge - დავით ნარმანია: „საპატრიარქოს ფონდი“ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:44
პოლიტიკა
დავით ნარმანია: „საპატრიარქოს ფონდი“ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 22:10



თბილისის მერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის , საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების 11 წლისთავზე იმყოფებოდა.



თბილისის მერი დავით ნარმანია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ერთად, პატრიარქის  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების 11 წლისთავზე იმყოფებოდა. ღონისძიებაზე მისმა უწმინდესობამ  შეხვედრა ფონდის მმართველი საბჭოს წევრებთან, მეურვეებთან, შემომწირველებთან და საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებთან გამართა.


შეხვედრისას ფონდის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებმაც ბოლო წლებში ქმედითი და ფინანსური წვლილი შეიტანეს ფონდის საქმიანობაში, მადლობის სიგელები გადაეცათ. მათ შორის მადლობის სიგელით თბილისის მერი დავით ნარმანია დაჯილდოვდა.


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საპატრიარქოს ფონდი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს  აფინანსებს, რაც ქართულ კულტურასთან, ხელოვნებასთან, ეროვნული საგანძურის გადარჩენასთან და მის შემდგომ განვითარებასთანაა დაკავშირებული.


არის რიგი პროექტებისა, სადაც ჩვენ ფონდთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პროექტი „აღდგომიდან ამაღლებამდე", სადაც თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული. მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც ვაგრძელებთ, რათა ბევრი საინტერესო პროექტი და პროგრამა, რაც ჩვენს ქალაქთან, მისი კულტურის გადარჩენასთან და მის შემდგომ განვითარებასთან არის დაკავშირებული, ხელი შევუწყოთ და დავუტოვოთ ის ჩვენს მომავალ თაობას",- განაცხადა დავით ნარმანიამ.



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016