reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგოტ ვალსტრომს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:00
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგოტ ვალსტრომს შეხვდა
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 22:11

 

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარგოტ ვალსტრომს შეხვდა.


მარგოტ ვალსტრომმა, რომელიც  საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ​ეწვია, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.


მხარეებმა საქართველო-შვედეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.


გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის.


საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო და აღინიშნა, რომ საქართველოსათვის 2016 წლის არჩევნები დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტებით უნდა გაიმართოს.


შეხვედრისას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვედეთის პრემიერმინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016