პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ თუკი საზოგადოების სურვილი იქნება, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა, ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს. როგორც ლორთქიფანიძემ „ალიასთან" საუბარში განმარტა, ამის გაგების საუკეთესო გზა რეფერენდუმია.
„ყველაზე კარგი გამოსავალია გამოკითხვა. ჩავატაროთ რეფერენდუმი და საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი და არაფერი სხვა და თუკი რეფერენდუმით აღმოჩნდება, რომ ამ იდეას ჰყავს მომხრეები, ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რატომაც არა. ამას არ უნდა მიეცეს ფარისევლური ქულების დაწერის მიმართულება და ეს თემა არ უნდა იყოს წინასაარჩევნოდ გამოყენებული", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ალია"