ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემა „20/30"-ს ექსკლუზიურად განუცხადა, რომ კოტე გოგელია „მაესტროს" გაყიდვას კარგა ხანია, აპირებს, ამაში ხუთ-ნახევარ მილიონს ითხოვს, თუმცა გია გაჩეჩილაძე გაყიდვაზე არ თანხმდება.
მისივე თქმით, „მაესტროსთან" დაკავშირებით კონსულტაციებს აპირებს და ამ მიზნით ლევან და გია გაჩეჩილაძეებსაც შეხვდება.
„გაყიდვაზე ვერ მოილაპარაკეს და ამიტომ ატყდა ამბავი. კონსულტაციებსა და გაჩეჩილაძეებთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ვაპირებ", - აღნიშნა რუხაძემ.
მისივე თქმით, თავად „მაესტროში" თანხა არ ჩაუდია, „უბრალოდ, თავის მეგობარს ასესხა".
„მაესტროში" თანხა არ ჩამიდია. უბრალოდ, მეგობარს ვასესხე. რაოდენობა „უცნობს" ჰკითხეთ. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც, თუ უნდა, უნდა თქვას „უცნობმა". თანხა ვასესხე იმიტომ, რომ პროცენტით დამიბრუნებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დამიბრუნებს, „უცნობი" მეგობარია და თან ეს ბიზნესიცაა", - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
ირაკლი რუხაძე „20/30"-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, გამთენიისას ჩაწერა.
წყარო - 2030.news