reportiori.ge - ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს სასამართლოში უჩივლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:24
საზოგადოება
ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს სასამართლოში უჩივლებს
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 12:35



„მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს დღეს მიმართავს.



გადაბაძე მოითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი „მაესტროს" პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით.



სარჩელში საუბარია იმაზე, რომ გია გაჩეჩილაძის წილები სადავოა. ასევე მოყვანილია კონტრარგუმენტები იმ არგუმენტებისა, რის საფუძველზეც დირექტორობიდან გამათავისუფლეს. მე კანონის ფარგლებში ვმოქმედებდი და არგუმენტები, რაც ჩემს გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, არ არის ლოგიკური", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.



მისივე განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრების ოთახს მიღმა ტელეკომპანია „მაესტროში" ვერ შევა.


 

თუ გინდათ გითხრათ, რომ ხელს დავარტყამ ლევან გაჩეჩილაძეს, რომ მოვა, ასე არ არის. დაცვა მემორჩილება მე. მკითხავენ, ქალბატონო ბაია, შევუშვათ თუ არა ლევან გაჩეჩილაძე შენობაში? - მე ვკითხავ ლევანს, თუკი სასაუბროდ არის მოსული, შემოვიდეს შეხვედრების ოთახში, ამის იქით, მისთვის არის ზღურბლი. თუ დარეგისტრირდება დირექტორად, მას ალტერნატიული ფართი უნდა ჰქონდეს მაესტროსთვის". ამაზე დირექტორმა აუცილებლად უნდა იზრუნოს. მე ამაზე ვზრუნავდი, თუმცა სამწუხაროდ ეს საშუალებები ხელიდან გამომაცალეს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.



გადაბაძე ასევე ტელეკომპანიის რეიტინგებთან დაკავშირებით გაჩეჩილაძის განცხადებასაც გამოეხმაურა.


 

მე გადავხედე რადიო უცნობის" რეიტინგს და ის ათეულშიც არ არის. ასევე აღმოჩნდა, რომ რადიო რეიტინგებსაც ვერ უკვეთავს ფინანსური პრობლემების გამო. რადიოს მართვა გაცილებით ადვილია და ვურჩევ გაჩეჩილაძეს, ჯერ რადიო დააყენოს ფეხზე და შემდეგ იქნებ ტელევიზიაზე გადმოინაცვლოს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

 

 







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016