reportiori.ge - ბაჩო კიკაბიძე: არსებობს „მაესტროს“ ხელში ჩაგდების და მიტაცების სურვილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:40
საზოგადოება
ბაჩო კიკაბიძე: არსებობს „მაესტროს“ ხელში ჩაგდების და მიტაცების სურვილი
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 13:25



მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანხებზე აპელირება იმისთვის ხდება, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადანაწილდეს, მაგრამ „ჩვენ არ უნდა ავცდეთ მთავარ გზას - არსებობს „მაესტროს" ხელში ჩაგდების და მიტაცების სურვილი".



ბაჩო კიკაბიძის თქმით, ლოგიკურად არ მიაჩნია ირაკლი რუხაძის განცხადება, რომლის თქმითაც, 50 მილიონი მან გაჩეჩილაძეს პროცენტით ასესხა.



50 მილიონის გასესხება ასე ადვილი არ არის. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ამ თანხას უკან ამოიღებ, ეს ხომ 50 ლარი არ არის, თუმცა, ვინ ვის ასესხა და როგორ, ეს დეტალებია. ამაზე აპელირება სპეციალურად ხდება, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადანაწილდეს, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ ავცდეთ გზას, რომ არსებობს მაესტროს" ხელში ჩაგდების და მიტაცების სურვილი", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.



რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძის „მაესტროში" დღეს მისვლის საკითხს, კიკაბიძემ აღნიშნა, რომ მაკა ასათიანის გადასაწყვეტია, შეუშვებს თუ არა თავის შენობაში ლევან გაჩეჩილაძეს.



ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ კიკაბიძემ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლის პერიოდში, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებები, „მაესტროც" ფინანსდებოდა მისი მხრიდან, თუმცა, აქვე ბაჩო კიკაბიძემ განმარტა, რომ ბოლო არჩევნების დროს ყველაზე მეტი სარეკლამო სახსრები „რუსთავი 2"-შია ჩადებული.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016