reportiori.ge - ბაია გადაბაძე: იკვეთება ირაკლი რუხაძის ინტერესი ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:39
საზოგადოება
ბაია გადაბაძე: იკვეთება ირაკლი რუხაძის ინტერესი ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 13:37



ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მაესტროს" 54 მილიონი აქვს დავალიანება და 50 მილიონი საკმარისი არ არის, ირაკლი რუხაძემ პროცენტით კიდევ 4 მილიონი უნდა ასესხოს გაჩეჩილაძეებს.


 

მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენებით იკვეთება ირაკლი რუხაძის ინტერესი ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად. ცა ამას ფარულად აკეთებ, ეს არის გაუგებარი. მთავარია, თქვა, რა პოზიციაზე ხარ და ოლიმპოდან არ გველაპარაკო, შორიდან ჩაწოდებულ პასებს" ვერ მივიღებთ. ამას ვეტყვი გაჩეჩილაძეებსაც და ირაკლი რუხაძესაც", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.



მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანია მაესტროში" ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი დღეს მივა.



ბაია გადაბაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო დღეს განიხილავს მის სარჩელს, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით შევა.


თუკი სასამართლოს არ სურს სიტუაციის ესკალაციაში შესვლა, გაითვალისწინებს იმას, რასაც ვამბობ და დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.



ბაია გადაბაძისთვის გაუგებარია „მაესტროს" ერთ-ერთი ყოფილი პარტნიორის გიორგი ებრალიძის განცხადებები, რომელიც 50-მილიონიან დავალიანებაზე გაკვირვებას გამოთქვამს. მისი თქმით, როდესაც ებრალიძე ტელეკომპანიის პარტნიორი იყო, დავალიანების შესახებ ინფორმაცია მაშინ უნდა მოეკითხა და არა ახლა, როდესაც წილი გაყიდა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016