reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: ყურადღება მინდა გავამახვილო პრემიერის შეხვედრაზე გია გაჩეჩილაძესთან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:09
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ყურადღება მინდა გავამახვილო პრემიერის შეხვედრაზე გია გაჩეჩილაძესთან...
09 თებერვალი, 2016. 13:39

 

 

„სახელმწიფოს ინტერესში აგრესიული ქმედებები არ შედის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორის" პრესკლუბში ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ვოლსკიმ განმარტა, მსოფლიოში ვერცერთი ხელისუფლება, მედიაზე ზეწოლით, წინასაარჩევნო ველს ვერ გაათავისუფლებს და ეს არც დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში არ შედის.


„მსოფლიოში ვერცერთი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ვერანაირ ველს ვერ გაათავისუფლებს მედიასთან ასეთი ქმედებებით. ნამდვილად არ არის სახელმწიფოს ინტერესებში რაიმე აგრესიული ქმედებები. არსებობენ მოწილეები, არსებობს წილები და არსებობს სასამართლო, სადაც ინტენსიურად განიხილება ეს საკითხი. ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს, ასეთი სურვილები რომც ჰქონდეს, წარმატებული ვერ იქნება, თუკი საზოგადოება და მითუმეტეს სასამართლო სისტემა არ მიიღებს ასეთ მოცემულობას. სანამ ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება, ვნებათაღელვა არ დაცხრება, მუდმივად იქნება ხელისუფლების მისამართით ასეთი საუბრები.

 

ყურადღება მინდა გავამახვილო პრემიერის შეხვედრაზე გია გაჩეჩილაძესთან. ამასაც საკმაო დაფიქრება სჭირდებოდა, სანამ თვითონ გია გაჩეჩილაძე გადაწყვეტდა შეხვედრას. თუმცა, ჩუმად შეხვედრის აუცილებლობა რომ ყოფილიყო, ალბათ, ამის პრობლემაც არ იქნებოდა. კვირიკაშვილი საკმაოდ გახსნილი კაცია, მართალს ამბობს, ძალიან გულწრფელადაც თქვა ამ საკითხზე, რომ უფრო მეტი უნდა სცოდნოდა და შესაძლოა, შეხვედრაზე უარიც ეთქვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მეგობრების წრე საკმაოდ ვიწროა და შეხვედრას ვერანაირი პოსტის წარმომადგენელი ვერ აიცილებს საკუთარი თავიდან", - განაცხადა ვოლსკიმ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016