reportiori.ge - დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:26
საზოგადოება
დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეა
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 14:12

 

 

დღეს კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეა. ზურაბ ვაზაგაშვილს 32 წელი შეუსრულდებოდა.


მთავარმა პროკურატურამ თბილისში 2006 წლის მაისში მომხდარი ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის" საქმე, რომლის შედეგადაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი იქნენ  მოკლული,  გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა.


კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელის მიმართ კი, რომელიც საქართველოდან წასულია, ბრალდების დადგენილება იქნა გამოტანილი.


დაკავებულებს შორის პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან და ასევე სპეცრაზმელებთან ერთად არიან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ცხრა წლის წინანდელ ამ სპეცოპერაციას გეგმავდა და ხელმძღვანელობდა; და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, საკონტროლო გასროლები განახორციელა.


ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და „დამნაშავე" პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ.



საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.




მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016