reportiori.ge - დავით საგანელიძე: უახლოეს პერიოდში მედიკამენტები მინიმუმ 30%-ით გაიაფდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:36
საზოგადოება
დავით საგანელიძე: უახლოეს პერიოდში მედიკამენტები მინიმუმ 30%-ით გაიაფდება
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 14:12



საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორმადავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მედიკამენტები მინიმუმ 30%-ით გაიაფდება.


 

ორი პროგრამა, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით დაიწყო, რაშიც ასევე მონაწილეობს საპარტნიორო ფონდი, წარმატებით მიმდინარეობს. ალბათ მოსახლეობამ უკვე შენიშნა, რომ ფასების დაწევა შეიმჩნევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს ხანში მედიკამენტები მინიმუმ 30 პროცენტით გაიაფდება. ხოლო, როდესაც ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს მუშაობას, ფასები, ალბათ, განახევრდება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.



საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით, საპარტნიორო ფონდი ავსტრიული კომპანია Humanity Holding GMBH-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია თბილისში ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება. პროექტის განხორციელებისა და ოპერირების მიზნით Humanity Holding GMBH-მა სს „ჰუმანითი ჯორჯია" (Humanity Georgia) დააფუძნა. ახალი პროექტის დაწყებაზე პარტნიორთა შეთანხმება საპარტნიორო ფონდს, Humanity Holding GMBH-სა და საპროექტო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას" (Humanity Georgia) შორის გააფორმდა.



საპარტნიორო ფონდის ცნობით, ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით, სასაწყობო ფართებით და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 800 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ასევე კომპანიის მიერ იმპორტირებული იქნება წამლების გარკვეული რაოდენობა, რომელთა საქართველოში რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება. ქარხანაში დასაქმდება 300 ადამიანი, რომელთა შორის იქნებიან ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ. აშშ დოლარია.





მოამზადა ნათია ცუხიშვილმა





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016