reportiori.ge - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:30
მთავარი თემა
საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 15:26

 

 

2016 წლის 8 თებერვალს მოძრაობა „ეროვნულების" ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შევა სამართალმცოდნე ზვიად ტომარაძის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. „ასავალ-დასავალი" ექსკლუზიურად გთავაზობთ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შემდეგაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება შეუძლებელი გახდება.


პროექტი


საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:


1. 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:


1. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი,რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.


მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



განმარტებითი ბარათი


„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით


ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ


ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი.


კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნების დაკონკრეტების არარსებობა.


ა.ბ.) კანონპროექტის მიღების მიზანი

 

კანონპროექტის მიღების მიზანია კონსტიტუციაში ქორწინების ცნების დაკონკრეტება. კერძოდ იმაზე, რომ ქორწინება წარმოადგენს კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის.


ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი

 

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს თუ დავაკვირდებით, ადვილად შევნიშნავთ,რომ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებასთან დაკავშირებით ტენდენცია მზარდია.


სახელმწიფოს ხერხემალი ძლიერი, ტრადიციული ოჯახია. საქართველოსთვის, როგორც მცირერიცხოვანი სახელმწიფოსთვის, რომელიც უმძიმეს დემოგრაფიულ მდგომარეობაში იმყოფება, სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი ოჯახის დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.


საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის ერთსქესიანთა ქორწინება მიუღებელია. 2012 წლის ივნისში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა (6299 რესპონდენტი), სადაც გამოკითხულთა 89% მომხრე აღმოჩნდა, კონსტიტუციური ცვლილებით აკრძალულიყო ერთსქესიანთა ქორწინება.


საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების განმარტება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, იქნება ერთგვარი პრევენცია ქვეყნის გარედან წამოსული შესაძლო რეკომენდაციისა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ.


ლატვიამ და ხორვატიამ სწორედ პრევენციის მიზნით კონსტიტუციაში დააფიქსირეს, რომ ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის კავშირია.


ლატვიის სეიმმა 2005 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა, სადაც დააფიქსირა, რომ ქორწინება არის კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის.


ლატვიის კონსტიტუცია. 110 მუხლი: სახელმწიფო იცავს და მხარს უჭერს ქორწინებას, კავშირს კაცსა და ქალს შორის, ოჯახს, მშობლებისა და ბავშვთა უფლებებს. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალურ მხარდაჭერას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე, რომლებიც მშობლების მზრუნველობას მოკლებული არიან და ძალადობის შედეგად დაზარალებულებზე.


ხორვატიაში 2013 წლის 1 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი შემდეგი კითხვით: - ეთანხმებით, რომ ხორვატიის კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რის მიხედვითაც ქორწინება წარმოადგენს კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის? ხორვატიის მოსახლეობის 66,3%-მა უპასუხა დიახ.


2013 წლის 8 ნოემბერს ხორვატიის პარლამენტმა რეფერენდუმის შედეგები (104 მომხრე, 13 წინააღმდეგი) კონსტიტუციაში ასახა.


კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში განსახილველად რომ დარეგისტრირდეს, 76 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. მოძრაობა „ეროვნულების" წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან - 8 თებერვლიდან იწყებენ. რომელი დეპუტატები მოაწერენ ხელს წინამდებარე კანონპროექტს და რომლები - არა, ამას ქართველი საზოგადოება „ასავალ-დასავალის" უახლოესი ნომრებიდან შეიტყობს.




 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016