reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი: ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არ მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:00
ინტერვიუ
ზაქარია ქუცნაშვილი: ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არ მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას!
09 თებერვალი, 2016. 15:30

 

 

1 იანვრიდან მთიანი რეგიონების განვითარების სპეციალური კანონმდებლობა ამოქმედდა. როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არის მზარდი მოთხოვნილება, რომ ესა თუ ის სოფელი მოხვდეს იმ ნუსხაში, რომელსაც ახალი კანონის მიხედვით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ახალი კანონისა და სხვა აქტუალური საკითხის შესახებ „რეპორტიორს" პარლამენტარი ესაუბრა:


- დღეის მდგომარეობით 1600 ქალაქი, დაბა და სოფელი მოხვდა მთიანი რეგიონების კანონის ქვეშ. მოთხოვნილება საკმაოდ დიდია საგადასახადო და სოციალური შეღავათების შინაარსიდან გამომდინარე. ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს ძველსა და ახალ კანონს შორის არსებითი განსხავებები. მინდა ვთქვა, რომ ძველი კანონი, გარდა საშემოსავლო გადასახადის შეღავათისა, არანაირ შეღავათს არ ითვალისწინებდა. ახალი კანონმდებლობით კი მთელი რიგი სოციალური და საგადასახადო შეღავათები იქნა შემოღებული, რამაც ბუნებრივია, დაინტერესება გამოიწვია. მინდა, ვამცო მოსახლეობას, რომ თუ შესაბამისობაშია მათი სურვილი კანონის განაწესთან, პირველ აპრილამდე მიმართონ მთის განვითარების საბჭოს და ჩვენ განვიხილავთ თითოეული დაბის თუ სოფელის საკითხს.


- ტელეკომპანია „მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ხელისუფლებას და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. მართავს პროცესს ხელისუფლება? რას უპასუხებთ ბრალდებას?


- ჩვენთან ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა დავის კულტურა და ყველაზე მტკივნეულად ეს დავები მიმდინარეობს მედიაკომპანიებთან მიმართებაში. 2 სფერო გამოიკვეთა დავებში - ეს არის მემკვიდრეობის გაყოფის სფერო და მედიის საშუალებების კონტროლის სფერო. აქ დავის კულტურა არის ძალიან დაბალ დონეზე. როცა ვინმე შეძლებული ადამიანი გარდაიცვლება, მეორე დღესვე ჩნდება მოლოდინი, რომ მემკვიდრეები დაერევიან ერთმანეთს და ატყდება გნიასი დანატოვარი ქონების გაყოფისთვის. ასეთი განცდაა მედიასთან მიმართებაშიც. მედიის მართვის დავაში კულტურა არის ნულოვანი. ატყდება დაუნდობელი ბრძოლა, ვიღაც ხელისუფლებას აბრალებს, ვიღაც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადამიანებს. ერთი რამ შემიძლია გითხრათ დაბეჯითებით, ხელისუფლება ასეთ დავაში იმ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს, თუ რომელიმე თანამდებობის პირს გაუჩნდება სურვილი, ჩაერიოს ამ პროცესში და ხელისუფლების ჩარევა მხოლოდ ამ ქმედების აღკვეთაში უნდა გამოიხატებოდეს და არა პროცესის მართვაში. მივესალმები იმას, რომ მხარეები რამდენჯერმე შეიკრიბნენ და მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ. შესაბამისად, მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, არ მივცემთ თავს უფლებას, მეტი შეფასება გავაკეთო ამ პროცესთან დაკავშირებით. ეს მათი გადასაწყვეტია. მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩავერეოდი იმ შემთხვევაში, თუ დავინახავდი, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ამ პროცესში უხეშად ერევა. აქვე დავძენ, რომ ჩემი ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტროს" დღემდე აფინანსებდა მაკა ასათიანი.


- საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებადამცველმა გიორგი ტატიშვილმა მიმართა სარჩელით ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით. როგორი პოზიცია გაქვთ ამ საკითხთან მიმართებაში?


- მე არ ვუჭერ მხარს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას. ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არ მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ამიტომაც ყველას უფლებას პატივს ვცემთ. ჩვენ მივიღეთ მათი უფლებების დასაცავად ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლეგალიზებას მოვახდენთ. პირად ცხოვრებაში არავინ ერევა, აქედან გამომდინარე, იცხოვრონ ისე, როგორც სურთ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016