ერთხელ ერთმა დიდებულმა იაპონელმა მეომარმა, სახელად ნობუნაგამ გადაწყვიტა, მტრისთვის შეეტია, რომელიც 10-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი ჯარი. მან იცოდა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ ამაში ჯარისკაცებს ეჭვი ეპარებოდათ, გზად მხედართმთავარი ტაძართან გაჩერდა და თავის ხალხს უთხრა:
- მას შემდეგ, რაც მე ტაძრიდან დავბრუნდები, მე მონეტას ჰაერში ავაგდებ. თუ „ბორჯღალო" მოვა - ჩვენ გავიმარჯვებთ თუ „საფასური" - დავმარცხდებით. ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა.
ნობუნაგა ტაძარში შევიდა და მდუმარედ ილოცა. გამოსვლისას მან მონეტა ჰაერში ააგდო და „ბორჯღალო" დაეცა. ამის შემდეგ მისმა ჯარისკაცებმა ისეთი მონდომებით იბრძოლეს, რომ მარტივად გაიმარჯვეს.
- ბედის შეცვლა არავის შეუძლია, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა მსახურმა.
- რა თქმა უნდა, არა, - უპასუხა ნობუნაგამ და თან მონეტას ანახებდა, რომლის ორივე მხარეზე „ბორჯღალო" იყო გამოსახული. საკუთარი ბედის შეცვლა მხოლოდ შენ შეგიძლია მეგობარო, მთავარია, როგორ მონეტას დასვამ!
თუ გჯერა, რომ გაიმარჯვებ, ესე იგი, ასეც იქნება!