reportiori.ge - „ალფამედიკ კონსორციუმი“ თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მილიონამდე ინვესტირებას გეგმავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:22
საზოგადოება
„ალფამედიკ კონსორციუმი“ თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მილიონამდე ინვესტირებას გეგმავს
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 17:57


 

ავსტრიული კომპანია ალფამედიკ კონსორციუმი" თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მილიონამდე  ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურკლინიკურსაავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე.

 

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა  წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა" (AlphaMedic Consortium) წარადგინა. ავსტრიულმა კომპანიამ,  კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისთვის გამართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.


კომპანია „ალფამედიკის" სატენდერო განვითარების მიმართულების დირექტორმა ლეო მაკკენამ განაცხადა, კომპანია 3 საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 250 მილიონამდე ინვესტირებას გეგმავს. მისივე ცნობით, სამი ჰოსპიტალი თავმოყრილი იქნება ერთ ადგილას. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, თანამშრომლობა გაწერილია 36 თვეზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ბენეფიტებს, ლეო მაკკენას განმარტებით, ეს არის პაციენტების გაუმჯობესებული მომსახურება და ადგილობრივების დასაქმება.


„PPP არის ურთიერთობა და თანამშრომლობა  კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას და განვითარდეს ინფრასტრუქტურა ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოების სფეროში. ინვესტიცია იქნება დაახლოებით 250 მილიონამდე ინვესტიცია. ამ პროექტის ფინანსური ორი წყარო იქნება - წილობრივი მონაწილეობა და სესხი, რომელიც, რეალურად იქნება გათვლილი PPP-ის დაფინანსებაზე. ეს სამი ჰოსპიტალი, ფაქტობრივად იქნება თავმყოფრილი ერთ ადგილას და სწორედ ამ ადგილის განვითარებას მოხმარდება აღნიშნული ინვესტიცი. რაც შეეხება პროექტის სარგებელს - ეს იქნება გაუმჯობესებული ჯანდაცვის მომსახურეობის სერვისები თბილისში. ერთ-ერთი სარგებელი იქნება ისიც, რომ ადგილობრივები იქნებიან ჩართულები სამუშაო პროცესში და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები",- აღნიშნა „ალფამედიკის" სატენდერო განვითარების მიმართულების  დირექტორმა ლეო მაკკენამ.

 

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალურ ალიანსთან" (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა  განახორციელა.სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავდა შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს"; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს" (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).  კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციუმი" გახდა.

 

 

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორების ფორმატში მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშაოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდების სამედიცინო აპარატით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კერძო და საჯარო თანამშრომლობის პირველი ერთობლივი პროექტი.

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016