reportiori.ge - იენს სტოლტენბერგი: სანამ საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:41
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: სანამ საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 18:23



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე განცხადება გააკეთა.


სტოლტენბერგის განცხადებით, სანამ საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით.


 

საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს NATO-ში გასაწევრიანებლად. თქვენ გაქვთ წლიური ეროვნული პროგრამა, თქვენ გაქვთ კომისია NATO-საქართველო, ასევე თქვენ გაქვთ არსებითი პაკეტი.

ჩვენ წინ მივდივართ და ვახორციელებთ სხვადასხვა კომპონენტს იმ პაკეტისა, რომელიც მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული უელსში 2014 წელს. ყველა ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი გამოიყენება ყოველდღიურ რეჟიმში, საქართველოს გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. თქვენ NATO- უახლოვდებით. MAP არის პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც ანიჭებენ მოკავშირეები კონსენსუსის საფუძველზე. ამიტომ, სანამ საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით.

მივესალმები იმ ფაქტს, რომ თქვენ აღწევთ პროგრესს, ახორციელებთ რეფორმებს, ჩვენ ჩავატარებთ NATO-საქართველოს კომისიის სხდომებს ამ შეხვედრის ფარგლებში და მე მივაწვდი კომისიას ინფორმაციას მიღწეული პროგრესის შესახებ და მოვუყვები, როგორ შეუძლია NATO-, გააგრძელოს დახმარების გაწევა საქართველოსთვის და ითანამშრომლოს მასთან", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა

 

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016