reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: „ქართული ოცნება“ ერთსქესიანთა ქორწინების საკითხს 5 თვეა ხელოვნურად აჯანჯლებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:46
საზოგადოება
ზვიად ტომარაძე: „ქართული ოცნება“ ერთსქესიანთა ქორწინების საკითხს 5 თვეა ხელოვნურად აჯანჯლებს!
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 21:17

 


საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



მეგობრებო აუცილებლად გაეცანით!!!

საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი:

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივით დარეგისტრირდა ჩემს მიერ შემუშავებული კანონის პროექტი (საკანონმდებლო პაკეტი). რის მიხედვითაც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან და შრომის კოდექსიდან ხდებოდა ტერმინების: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღება. სექტემბრის ბოლოს ქართული ოცნების დეპუტატებმა მოითხოვეს ჩემთან შეხვედრა. შეხვედრაზე ამიხსნეს რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შეცვლა არ მოხდებოდა, რადგან მას მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი დაუჭერდა მხარს. სამაგიეროდ შემომთავაზეს მომემზადებინა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი და კანონსტიტუციაში ჩაწერილიყო რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი. დამარწმუნეს რომ ეს ცვლილება მხარდაჭერილი იქნებოდა და აუცილებლად გამოვიდოდა. პრაგმატული თვალსაზრისით მე დავთანხმდი. ოქტომბრის თვეში საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი მზად მქონდა და ვინაიდან საკონსტიტუციო ცვილების დასარეგისტრირებლად საჭიოროა მინიმუმ 76 დეპუტატის ხელმოწერა, ქართული ოცნების დეპუტატებს გადავეცი. სამწუხაროდ საქმე ადგილიდან არ დაიძრა... ნოემბრის დასაწყისში, როდესაც საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, საკითხის გარკვევა ვცადე, ვადა ითხოვეს 15 დეკემბრამდე, რადგან ვიზალიბერალიზაციის პროცესს რომელიც 15 დეკემბერს ევროკომისიას უნდა გამოეცხადებინა ჩემი კანონპროექტი ხელს შეუშლიდა. მე მაშინვე ვთქვი რომ ვიზალიბერალიზაციას კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განმარტებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, თუმცა დავთანხმდი. მივიღეთ ვიზალიბერალიზაციაც და 16 დეკემბრიდან ხელმოწერები ისევ არ დაიწყო, მიზეზი - მოახლოებული ახალი წელი!!! ჩაიარა დღესასწაულებმაც და იანვრის ბოლოს მიზეზი თურმე კანონპროექტის ჩემი ავტორობა გახდა!!! ეცადნენ ამ ხერხით ჩაეშალათ ეს თემა! მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა მრავალგზის გამიტეხეს, ოღონდ ეს მნიშვნელოვანი საქმე გამოსულიყო, მე მზად ვიყავი კანონპროექტის ავტორი "ქართული ოცნება" ყოფილიყო! ეტყობა არ ელოდნენ, რომ ასე ადვილად შეველეოდი ამ პროექტის ავტორობას და რამდენიმე დღე ითხოვეს პასუხის გასაცემად! ამ რამდენიმე დღეში კი მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, ტრანსგენდერმა მამაცომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამოქალაქო კოდექსის მუხლის (ფაქტიურად ერთნაირსქესიანთა ქორწნების ლეგალიზებისთვის) არაკონსტიტუციურად ცნობისთვის სარჩელი შეიტანა... მორიგ შეხვედრაზე ახალი სიურპრიზი მომიმზადეს, განმიცხადეს, რომ "ქართული ოცნების" 99% კონსტიტუციაში ჩანაწერის მომხრეა, მაგრამ ჯობია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთო... მე ნათლად ავუხსენი, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული მათი ეს ქცევა, კოალიციის არდაშლას ემსახურებოდა და იმდენად არ სურდათ კოალიცია რესპუბლიკელების ამ საკითხთან პოზიციის გამო დაშლილიყო, რომ ქვეყანა ერთნაირსქესიანთა ქორწინებისთვისაც კი გაწირეს!!! მე მათთან ამ საკითხზე ურთიერთობა დავამთავრე. 31 იანვარს სოცილურ ქსელში საზოგადოებას ჩემი კანონპროექტის ვერსია წარვუდგინე, რომელიც სააგენტოებსა და გაზეთებშიც დაიბეჭდა. ამის შემდეგ დამიკავშირდა "ეროვნულების" ლიდერი ბ-ნი სანდრო ბრეგაძე და ჩვენი შეხვედრის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ მოძრაობა "ეროვნულები" კანონპროექტზე 76 ხელმოწერის შეგროვებას 8 თებერვალს დაიწყებდნენ. მართლაც 8 თებერვალს "ეროვნულებმა" ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, "ქართული ოცნება" რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ჩათრევას, ჩაყოლა ამჯობინა და დღეს ბ-ნმა გიორგი ვოლსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული ოცნებამ თითქმის მზად აქვს საკონსტიტუციო ცვლილება... არ შემიძლია არ ავღნიშნო პარლამენტის წევრი ბ-ნი ომარ ნიშნიანიძე, რომელიც დღეს სპეციალურად ქუთაისიდან ჩამოვიდა რათა ხელმოწერა დაეფიქსირებინა. "ქართული ოცნება" ყველანაირად ეცდება საკითხის გაჯანჯლებას არჩევნებამდე, რადგან შესაძლოა ამ საკითხმა კოალიციის ან დაშლა, ან რესპუბლიკელთა ხმის არ მიცემამ საარჩევნოდ შედეგებზე ცუდად იმოქმედოს. იკითხავთ გაჯანჯლებაში რას ვგულისმობ? საკონსტიტუციო ცვლილებას გააჩნია განსხვავებული პროცედურა, კერძოდ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. ალბათ მიხვდებით რატომ არ აწყობდათ ამ საკითხის ოქტომბერში (საშემოდგომო სესიაზე) დაწყება, რადგან ამით გაზაფხულზე კონსტიტუციაში ჩანაწერი უკვე იარსებებდა. ახლა კი უკეთეს შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილება სექტემბერში იქნება შესაძლებელი, ესეც იმ შემთხვევაში თუ საკითხი ისევ არ გააჯანჯლეს! ჩემ მიერ აქ დაწერილი არის სრული სიმართლე და ამ სტატუსის მიზანია, დააჩქაროს კონსტიტუციური ცვლილებისათვის პროცედურების დაწყება, რითაც თავს ავირიდებთ სირცხვილს - ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას!

 

 

პატივისცემით,

 

ზვიად ტომარაძე"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016