2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე საზოგადოებას და მედიას შეახსნებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ, ქუჩაში უსამართლოდ დახოცილი ახალგაზრდების ხსოვნას სულ მცირე, პატივი მაინც უნდა მიაგოს ყველამ.
ჯამბულ გამცემლიძემ გადაცემაში „პრიორიტეტი" კორტებთან მოკლული იური ვაზაგაშვილის შვილი, ზურა ვაზაგაშვილი გაიხსენა, რომელსაც 9 თებერვალს 32 წელი შეუსრულდებოდა და წუხილით აღნიშნა, რომ ზურა ვაზაგაშვილის მემორიალთან არც ერთი ადამიანი არ მისულა.
„9 თებერვალს ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების დღე იყო და ჩვენი სამეგობრო გავდიოდით იმ ადგილას, სადაც მემრიალური ძეგლი არის განთავსებული. დღეს ეს არავის გახსენებია.
გუშინ, გუშინწინ, იმის წინ, ტელევიზიით ვისმენდი ლგბტ პიების დამცველების დიდ აღშფოთებას. დიდი დებატები მიმდინარეობს ლგბტ პირების უფლებების დაცვის შესახებ, ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოში საჯიშე ბიჭები და გოგონები იყვნენ, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მათმა გაბრაზებულმა მურიებმა ქუჩაში ჩახოცეს, მათ შესახებ უკვე არსაიდან ხმა, არსაით ძახილი არ ისმის.
მე ვარ ერთ-ერთი მშობელი იმ ბიჭისა, რომლის სიცოცხლე ბეღურასავით დასრულდა ქუჩაში. არსად ისმის ბუტა რობაქიძის სახელი, იმ პირტიტველა ბიჭის სახელი, რომელიც ხელებ აწეული დახვრიტეს ქუჩაში. ჩვენ ოთხი მშობელი, ოთხი ოჯახი ვიყავით ვინც არასამთავრობორ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე" დავაარსეთ და არსად აღარ გვეძახიან."- განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.