reportiori.ge - კახა კალაძე: აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ანგარიშს განვიხილავთ როგორც მხარში დგომის ფაქტს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:21
პოლიტიკა
კახა კალაძე: აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ანგარიშს განვიხილავთ როგორც მხარში დგომის ფაქტს
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 18:20

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ანგარიშს საქართველოს მხარში დგომად აფასებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ მუშაობს.

 

„აშშ-მ რეალურად და ობიექტურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც შეიძლება პროპაგადისტული მიმართულებით გაძლიერდეს საქართველოში, მითუმეტეს საარჩევნო წელია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების თანადგომას და ამ ანგარიშს განვიხილავთ როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს. არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის გამო ჩვენ არ შევდივართ ისეთი მეზობლის ინტერესების სფეროში, როგორიცაა რუსეთი, ჩვენი ხელისუფლება მეგობრების დახმარებით მუშაობს რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ და ერთობლივი ძალისხმევით პროცესი კონტროლის და ყურადღების ქვეშაა. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური სივრცის სასარგებლოდ და ამ არჩევანის შეცვლას არც საზოგადოება და არც მთავრობა არ აპირებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016