reportiori.ge - „ღორის გრიპის ვირუსით დაავადებული, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები გადარჩნენ!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:54
საზოგადოება
„ღორის გრიპის ვირუსით დაავადებული, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები გადარჩნენ!“
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 19:13

სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემა გამართულად მოქმედებს! ღორის გრიპის ვირუსით დაავადებული, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები გადარჩნენ!" - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს და კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:


„იმ სიტუაციაში, როცა მასმედიით ე.წ. ღორის გრიპთან (H1N1) დაკავშირებით ვრცელდება მხოლოდ ის ინფორმაციები, ვინ დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა რომ ერთ ათეულს გადასცდა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანს, რომელსაც ეს დაავადება აქვს, არაა აუცილებლად სასიკვდილოდ განწირული. მთავარია, დროულად მიმართონ ექიმს. ამის ძალიან კარგი მაგალითია ის, რომ ამ დღეებში ვანის რაიონიდან 2 ადამიანი გადაგვირჩა ჯანდაცვის სისტემის ოპერატიული ჩართულობის შედეგად!

 

კერძოდ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ დროულად გადმოვიყვანეთ ქ.თბილისში (კატასტროფის ცენტრის დახმარებით) „ნიუსჰოსპიტალსში" 34 წლის ახალგაზრდა, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში და ერთი კვირა მიერთებული გახლდათ სუნთქვის აპარატზე. ეს ახალგაზრდა გუშინ უკვე გაწერილ იქნა საავადმყოფოდან. ასევე,  ქუთაისის ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული 20 წლის, ასევე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ფეხმძიმე გოგონა, რომლის 8 თვის ნაყოფის გადასარჩენად ჩატარდა საკეისრო კვეთა.

 

დღეის მდგომარეობით ბავშვისა და დედის (რომელიც უკვე მოიხსნა სუნთქვის აპარატიდან და  რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაშია გადაყვანილი) სასიცოცხლოდ მყარი დადებითი დინამიკაა. ეს ფაქტები კიდევ ერთხილ მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოშიჯანდაცვის სისტემა გამართულად მოქმედებს..." - აცხადებს ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბრისას.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016