reportiori.ge - თამარ სანიკიძე: ადამიანებს, რომლებიც რელიგიის სახელით საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ ჩვენი რელიგია ცილისწამებას კრძალავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:12
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: ადამიანებს, რომლებიც რელიგიის სახელით საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ ჩვენი რელიგია ცილისწამებას კრძალავს
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 23:46

საქართველოს განათლების მინისტრის,  თამარ სანიკიძის განცხადებით ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ მცირე ტირაჟით დაბეჭდილ წიგნებს - "კომპასი" და "კომპასიტო", საგანმანათლებლო სისტემასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ სანიკიძემ გადაცემაში 2030 ისაუბრა.




„ადამიანებს, რომლებიც რელიგიის სახელით საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ ჩვენი რელიგია ტყუილს და ცილისწამებას კრძალავს. განათლების სამინისტროს ვებგვერდზე ეს წიგნები განთავსებული არასოდეს ყოფილა. მსმენია, რომ 2009 წელს, ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვებგვერდზე დროებით განთავსდა. მაჩვენოს ვინმემ ამ წიგნებზე გაცემული ჩემი ბრძანება. სასკოლო სივრცეში სახელმძღვანელოს მოხვედრის სხვა ლეგალური გზა  არ არსებობს",- აღნიშნა განათლების მინისტრმა.


 „ვერ ვიჯერებ, რატომ ვერავინ, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ვერ აღმოაჩინეს  საკითხები, რომლებიც უსაფრთხო სექსსა და მამათმავლობას უკავშირდება და როგორ აღმოაჩინა  მხოლოდ ორმა ადამიანმა?! საგნის არც ერთ ვერსიაში მსგავსი არაფერი წერია. პოლიტიკოსები ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხებით მანიპულირებას არ ერიდებიან-ხოლმე, მაგრამ ახლა იერიში მესამე-მეოთხე კლასელებზე მიიტანეს. ეს სახელმწიფო ინსტიტუტების, განათლების სისტემის დისკრედიტაციას ემსახურება და თუ ცილისწამება არ დასრულდება, ბოლოს და ბოლოს სასამართლოში ვიჩივლებთ",- განახცადა თამარ სანიკიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016