დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის განცხადებით სკოლებში ახალი საგნის შეტანა „მე და საზოგადოება" მრავალი საფრთხის შემცველი იყო და საგანი ბევრი ნიუანსის დახვეწას საჭიროებდა.
„შარშან ზაფხულში შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტრო ამ საგნის სკოლაში შეტანას აპირებდა, რის შემდეგაც, პროცესში საპატრიარქოსთან ერთად ჩავერთეთ. ჩვენთან კონსულტაციების შემდეგ, სტანდარტი დაივარცხნა და გაკეთილშობილდა. სახელმძღვანელოდან ამოღებულია ტერმინები - სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და ა.შ. იყო დეტალები, რომლებიც ჩვენ შვილებს ფსიქიკას დაუმახინჯებდა. საგანზე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. მიმაჩნია, რომ მისი სწავლების საჭიროება არ არსებობს. ვერ გეტყვით, ამჟამად რა ხდება. პეტიციას ხელი ნოემბერში მოვაწერე, პრესაში კი, ახლა გამოჩნდა." - განაცხადა დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გადაცემაში 2030.
„ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ მცირე ტირაჟით დაბეჭდილ წიგნებს - "კომპასი" და "კომპასიტო", საგანმანათლებლო სისტემასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს იყო ტყუილი, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს." - ამის შესახება გადაცემა 2030-ში საქართველოს განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა.