reportiori.ge - ევროკომისია: შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთს ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:54
პოლიტიკა
ევროკომისია: შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთს ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 11:26

მიგრაციული კრიზისის გამწვავების ფონზე, ევროკომისია ევროკავშირს აფრთხილებს, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები მილიარდობით დოლარით დაზარალდებიან.



ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენგენის ზონის დაშლა მის წევრებს 18 მილიარდამდე ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, სასაზღვრო კონტროლის დაწესების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებს 7,1 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევთ.



ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დაზარალდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგები, ასევე შრომის ბაზარი. ხოლო სავიზო რეჟიმის დაწესება ტურიზმის დარგს წელიწადში 10-დან 20 მილიარდამდე ევროთი დააზარალებს.


ამასთანავე, ბრიუსელმა და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საბერძნეთს, გაააქტიუროს ძალისხმევა მიგრაციული კრიზისის გადაწყვეტისა და საზღვრების დაცვის საკითხში.


კერძოდ, ევროკომისია მიიჩნევს, რომ კრიზისის გამწვავებას ხელს უწყობს საბერძნეთში მიგრანტთა მიღებისა და რეგისტრაციის ცენტრების ნაკლებობა.



ევროკავშირის მონაცემებით, გასულ წელს საბერძნეთში ჩასული 800 000 მიგრანტიდან მოხდა მხოლოდ 16 000 მათგანის დეპორტაცია.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016