reportiori.ge - ელენე ლორთქიფანიძე ჟურნალისტ ირაკლი მანაგაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:00
საზოგადოება
ელენე ლორთქიფანიძე ჟურნალისტ ირაკლი მანაგაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 11:48

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის"  წევრი ელენე ლორთქიფანიძე ExpressNews-ის დამფუძნებლის ირაკლი მანაგაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს:


„ExpressNews-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ირაკლი მანაგაძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, აქვეყნებს ცილისმწამებლურ პოსტს ჩემ მიმართ.

 

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში წერია - "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

 

ხოლო საქართველოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ვკითხულობთ:

 

1. კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება:

ა) ცილისწამებას;

ბ) უხამსობას;

გ) პირისპირ შეურაცხყოფას "

 

მოვითხოვ ირაკლი მანაგაძემ განმარტოს ჩემი განცხადების კონკრეტულად რომელ ნაწილში ჩანს ფაშიზმისკენ მიდრეკილება და ფაქტებით დაადასტუროს თავისი განცხადების შინაარსის სისწორე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მომიხადოს ბოდიში, რადგან მან შელახა ჩემი, როგორც სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრის უფლებები", - წერს ელენე ლორთქიფანიძე.



 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016