reportiori.ge - რენი სილვა: ქართველი ჯარისკაცების ჩართვა შეიძლება ნებისმიერ მისიაში, მათ შორის პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:46
პოლიტიკა
რენი სილვა: ქართველი ჯარისკაცების ჩართვა შეიძლება ნებისმიერ მისიაში, მათ შორის პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 13:28


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ბლოგზე ქართველი ჯარისკაცების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროს ანალიტიკოსის რენი სილვა სტატიაში ნათქვამია, რომ რამდეჯერაც შეერთებულმა შტატებმა სთხოვა სახელმწიფოებს, წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველომ თხოვნას უპასუხა. ავღანეთი იქნება ეს თუ ერაყი, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ამ პატარა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა გააძლიერა.



რენი სილვა წერს, რომ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ, საქართველო აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, ხოლო ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ წინასწარი შეთანხმებების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ მათი ჩართვა შეიძლება ნებისმიერ მისიაში, მათ შორის პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში.



სილვას თქმით, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის დათვალიერებისას თავად დარწმუნდა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ამერიკული პროგრამები, რომლის ფარგლებშიც აშშ ეხმარება საქართველოს სამხედრო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაში.



მისივე თქმით, აშშ-ის დახმარებით ვითარდება საქართველოს სამედიცინო სისტემაც, ხოლო საქართველოს მთავრობა აპირებს ამ დარგის ეფექტურობის გაძლიერებას.



რენი სილვა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებასაც აძლიერებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016