reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე საუბარი პრორუსულობა არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:49
პოლიტიკა
დემურ გიორხელიძე: რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე საუბარი პრორუსულობა არ არის
11 თებერვალი, 2016. 14:28


ვერცერთი გონიერი ადამიანი საქართველოში ვერ იტყვის, რომ რუსული პროპაგანდაა მოძალებული", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის განცხადებას. როგორც გიორხელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას პრორუსულობად არ მიაჩნია ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან დიალოგი დაამყაროს.


„კლეპერის მინიშნებაში არის თითქოსდა რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე საუბარი, მაგრამ ვერცერთი გონიერი ადამიანი საქართველოში ვერ იტყვის, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდეს ან რუსული პროპაგანდა იყოს მოძალებული. საქართველოში არ არსებობენ სერიოზული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ქვეყანაში საკმარისი გავლენა, რომ რუსულ ორიენტაციას გაუწიონ პროპაგანდა. უფრო მაშინებს ის, რომ პრორუსობა აქ შეიძლება იყოს გამოყენებული პროვოკაციად, როდესაც შეიძლება თითქოსდა ორიენტაციის შეცვლის შიშით გარკვეულმა ძალებმა ხელისუფლების დამხობა მოისურვონ. ის, რომ გარკვეული ადამიანები რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე საუბრობენ, პრორუსულობა არ არის, ეს საღი აზრია. საქართველოს განვითარება არ უწერია, თუ მას საფრთხე ჩრდილოეთიდან არ მოეხსნა. ამიტომ, რუსეთზე საუბარს როდესაც პრორუსობას არქმევ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ქვეყნის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოქტომბერში, საარჩევნო ვითარების ასარევად, რომ თითქოსდა საქართველო რუსეთისკენ გარბის და პროდასავლურმა ძალამ ხელისუფლების დამხობა მოინდომოს", - განაცხადა გიორხელიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016