შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, არაფერი სმენია, რომ „გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი მცირე ბანკის ყიდვას გეგმავს.
მისი თქმით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული საქართველოში სერიოზული მსხვილი ბიზნესსუბიექტები რუსეთის ხელშია, თუმცა ამ ფაქტორს ქართულ პოლიტიკაზე სტრატეგიულად გავლენა არ მოუხდენია.
„საქართველოში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მომდინარეობს ეს, რომ საკმაოდ სერიოზული მსხვილი ბიზნესები არის რუსეთის ხელში და ჯერჯერობით ამ ფაქტორს სტრატეგიულად არ მოუხდენია გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი ეკონომიკური ნაბიჯი იქნება წამოსული საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან, რომელიც მკაფიო და მყარია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, „ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინფორმაციით, რუსული კომპანია „გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას გეგმავს.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა