reportiori.ge - ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების აქტიური წევრი გახდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:30
საზოგადოება
ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების აქტიური წევრი გახდეს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 15:19


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე მეუღლესთან ერთად მიიღო.  უწმინდესი ევროსაბჭოს ელჩს მიესალმა და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.


უწმინდესის განცხადებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების აქტიური წევრი.



ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უწმინდესი არის მართლმადიდებელი ქვეყნის პატრიარქი და სულიერი ლიდერი, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კრისტიან ურსემ პატრიარქთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ იგი რუმინელი დიპლომატია და ძალიან კარგად ესმის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და პატრიარქის მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქვეყნისთვის.



საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროსაბჭო პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.


ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქი ამას იზიარებს", - აღნიშნა კრისტიან ურსემ.

 


უწმინდესმა სიხარული გამოხატა, რომ ელჩი რუმინეთიდანაა, რადგან რუმინეთსა და საქართველოს მჭიდრო მართლმადიდებლური ურთიერთობები აკავშირებს.



პატრიარქმა აღნიშნა, რომ რუმინეთში წელს ანთიმოზ ივერიელის ხსენების 300 წელი სრულდება.



ჩვენ ჟენევაში გვქონდა შეხვედრა მის უწმინდესობასთან, რუმინეთის პატრიარქთან, მან მიმიწვია ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და ჩვენ ვემზადებით რუმინეთში ვიზიტისათვის", - განაცხადა ილია მეორემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016