reportiori.ge - ზურაბ ხიზანიშვილი: მინდა, ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვო, თუ თემურ ქეცბაია თვითონ არ წავა, გაათავისუფლონ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:17
სპორტი
ზურაბ ხიზანიშვილი: მინდა, ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვო, თუ თემურ ქეცბაია თვითონ არ წავა, გაათავისუფლონ!
ავტორი: ანა შანიძე
21 ნოემბერი, 2013. 10:18

ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს,თემურ ქეცბაია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს.


საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის გაღიზიანება  იმ განცხადებებმა გამოიწვია,რომელიც თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.


 "დიდი ხანია, ასე არაფერს გავუბრაზებივარ. ვცდილობ ხოლმე, ადამიანის ნებისმიერ საქციელს გამართლება მოვუძებნო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე იმდენი ტყუილი, რაც თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ილაპარაკა. მერე რა, რომ მხოლოდ ამისულაშვილის გვარი ახსენა? ფაქტობრივად, ერთიანად "ჩაგვრეცხა" ყველა ფეხბურთელი. იმის თქმა, ნაკრები მეექვსე ადგილზე იყო დამარხული და მე ამოვთხარეო, არ არის ნაკრების ფეხბურთელების შეურაცხყოფა? მინდა, ფეხბურთის ფედერაცის ვთხოვო: თუ თემურ ქეცბაია თვითონ არ წავა, გაათავისუფლონ! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნება მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიასგან წამოვედი და არა ნაკრებიდან! თუ მიმიწვევენ, ისევ ვითამაშებ",-განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან ალექსანდრე ამისულაშვილი წავიდა. 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილს თემურ ქეცბაიას გუნდში თამაში არ სურს. 
ამასთან, ქეცბაიას ნაკრები საკუთარი სურვილით გოგიტა გოგუამ და ლევან ყენიამ დატოვეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016