reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: თამარ სანიკიძეს ნებისმიერ სტუდიაში ვიწვევ საპაექროდ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:40
საზოგადოება
დიმიტრი ლორთქიფანიძე: თამარ სანიკიძეს ნებისმიერ სტუდიაში ვიწვევ საპაექროდ!
11 თებერვალი, 2016. 15:36


 

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობი" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბრობს სასკოლო საგანზე, „მე და საზოგადოება". მისი თქმით, ეს არის საგანი, რომლის მიზანი საჯარო სკოლებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. მაგრამ მიიჩნევს, რომ სპეციფიკა პირველ რიგში საზოგადოებრივი კვლევის ჩატარებას გულისხმობს იმ მიმართულებებით, რა დაკვეთაც საზოგადოებას აქვს.

 

 „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საჯარო სკოლებში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სპეციფიკა პირველ რიგში საზოგადოებრივი კვლევის ჩატარებას გულისხმობს იმ საჭირო მიმართულებებით, რა დაკვეთაც საზოგადოებას აქვს. ეს არ უნდა იყოს თავს მოხვეული იმ სტანდარტებიდან, რომელიც ამა თუ იმ, თუნდაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უკვე მიღებული და დაკანონებულია. „მე და საზოგადოება" და „ჩვენი საქართველო" არის ის ორი სახელმძღვანელო, რომელმაც უნდა აამაღლოს საზოგადოებრივი ცნობიერება ჩვენს მოზარდებში.

 

იმისთვის, რომ სახელმძღვანელო შეიქმნას, მანამდე საჭიროა შეიქმნას სტანდარტი, რომელსაც თავის მხრივ სჭირდება გარკვეული მეთოდოლოგია, რომლითაც უნდა გადამზადდნენ პედაგოგები. საქმე იმაშია, რომ 2015 წლის დეკემბერში განათლების სამინისტროს ვებგვერდზე მივაგენით ისეთ ინფორმაციას, რომელიც ყირაზე აყენებს ამ სფეროში საზოგადოების წარმოდგენას, რა მიმართულებით გეგმავს განათლების სამინისტრო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ჩვენს შვილებში.

 

ჯერ კიდევ 2004 წელს ითარგმნა 2 სახელმძღვანელო დოკუმენტი სახელწოდებით „კომპასი" და „კომპასიტო" უფროსი და მცირე ასაკის მოსწავლეებისთვის. თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ მისი მინისტრობის დროს მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენებას არასოდეს ჰქონია ადგილი და ცილისწამებას უწოდებს ჩვენი მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ 2015 წელს განათლების სამინისტროს ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მომზადებულ იქნა პედაგოგთა გადამზადების სასერტიფიკაციო, სარეკომენდაციო სახელმძღვანელო, რომელშიც შედის „კომპასი", კომპასიტო" და სხვა ისეთი ლიტერატურა, რომელშიც მამათმავლობაზე, ზოგადად ლგბტ თემატიკაზე არის ყურადღება გამახვილებული, რასაც როგორც მინისტრი, ისე მისი მოადგილე ლია გიგაური უარყოფენ.

 

დღეს ეს ინფორმაცია უკვე აღარ არის საიტზე, წაშლილია, მაგრამ სქრინშოტები გავაკეთეთ, ამოვიღეთ ეს ინფორმაცია! ჩვენ ვართ ცილისმწამებლები თუ მინისტრის სტრატეგიაა, თავდაცვა განახორციელოს თავდასხმის გზით?! დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლემიკა მალე არ დამთავრდება. ვიწვევ თამარ სანიკიძეს ნებისმიერ სტუდიაში საპაექროდ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016