reportiori.ge - არჩილ გამზარდია: როგორ შეიძლება თოფაძეების, ბობოხიძეების და მსგავსთა გამონათქვამები საახალამბო მოვლენებად იყოს ქცეული?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:03
საზოგადოება
არჩილ გამზარდია: როგორ შეიძლება თოფაძეების, ბობოხიძეების და მსგავსთა გამონათქვამები საახალამბო მოვლენებად იყოს ქცეული?
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 01:41



საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას განცხადებით შემეცნებით სფეროში  დიდი კრიზისია, რადგან მედია და სხვა საინფორმაციო საშუალებები აქცენტს ისეთ საკითხებზე აკეთებენ, რაც სინამდვილეში მეორეხარისხოვანიც კი არ არის.


ამის შესახებ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


 

ჩვენც და ჩვენი მედიასაშუალებებიც ხშირად საზღვრებს ვავლებთ არა მთავარსა და მეორეხარისხოვანს შორის, არამედ ყურადღების მიმქცევსა და უმნიშვნელოს შორის. აბა, როგორ შეიძლება საახალამბო მოვლენებად იყოს ქცეული თოფაძეების, ბობოხიძეების და მსგავსთა გამონათქვამები, რა არის აქ მთავარი? რა არის აქ მნიშვნელოვანი? ეს მხოლოდ უმნიშვნელო და ყურადღების მიმქცევია.

 

 ასეთ დროს მედია არაფერს ქმნის, ის, უბრალოდ ყვირის, თავადვე ცდილობს ყურადღების მიქცევას და რაკიღა თავადვე ვერ იქმნება, თვითონ მითუმეტეს ვერაფერს ქმნის. ამას კი მიბმულია საზოგადოებაც, სპეციალისტები, ანალიტიკოსები, ექსპერტები რეაგირებენ იმაზე, რაც მედიას აინტერესებს, ასე ვხდებით მდარე საკითხებზე რეაგირებადები სხვებიც... ჰოდა, რაკიღა, მედიაც, ანალიტიკოსებიც რაღაც უმნიშვნელოთი და ყვირილიანით ვცდებით, მას ვუთმობთ დროს, მთლიანად საზოგადოებაც ჩვენ მოგვყვება და მერე მთელი ქვეყანა ამ უმნიშვნელოთი ვცდებით, როდესაც მთავარი და მნიშვნელოვანი უკან და უყურადღებოდ გვრჩება. ასე გარბის წლები და ვხედავთ, რომ ქვეყანა ვერ იქმნება, რომ ქვეყანა უკან მიდის და მერე ვეძებთ ჩვენივე მსხვერპლს, რათა ყველაფერი მას დავაბრალოთ, ვიპოვოთ განტევების ვაცი და თავი წავაწყვიტოთ... ახალ ლიდერებში ვეძებთ ჩვენსავე პოტენციურ მსხვერპლს და ბოლოს დასწრებაზე ვართ, რომელი რომელს ვაჯობებთ და დავასწრებთ.

 

სამშობლოვ, ჩემო, დააკვირდი, ბოლო დღეებში რაზეა ყურადღება შენი ხალხის დაყურადებული, რაზეა დახარჯული მთელი ჩვენი ენერგია... და მერე ნუ გიკვირს ჩემო ქვეყანავ, რომ სადღაც ქუჩაში გადაგდებული პატარა ბავშვივით დაუცველი და განვითარების გარეშე უბრალოდ წლებს ითვლი დასასრულამდე... და თუ ვინმე გამოჩნდა, შენზე მოფიქრალი, აბ ვმალავთ, რომ ვერავინ შეამჩნიოს ანდაც ვიშორებთ თავიდან...

 

"თვითმკვლელობაა ჩვენს ქვეყანაში ყველა კარგი საქმის წამოწყებაო", - მერაბ კოსტავას აქვს ნათქვამი...

მართლაც..."



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016