reportiori.ge - ბაია გადაბაძე: გია გაჩეჩილაძე კრედიტორთა კრებაზე გეგმავს, განაცხადოს, რომ მას 5 მილიონი დახარჯული აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:34
საზოგადოება
ბაია გადაბაძე: გია გაჩეჩილაძე კრედიტორთა კრებაზე გეგმავს, განაცხადოს, რომ მას 5 მილიონი დახარჯული აქვს
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 11:40


ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, ინფორმაცია აქვს, რომ „მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე კრედიტორთა კრებაზე გეგმავს, განაცხადოს, რომ მას 5 მილიონი დახარჯული აქვს და სწორედ ამიტომ ის არის „მაესტროს" კრედიტორი.



გადაბაძეს ეჭვი აქვს, რომ გაჩეჩილაძეები დროის რაღაც მონაკვეთში ცდილობენ პროცესების დასრულებას, თუმცა რატომ, ეს მისთვის გაუგებარია.



გადაბაძის თქმით, „მაესტროს" კრედიტორთა კრებაზე უნდა დადგინდეს, თუ ვინ არის კრედიტორი, ვინ არის უპირატესი კრედიტორი და ვინ არის უზრუნველყოფილი კრედიტორი. მისი თქმით, მაკა ასათიანი უპირატესი და უზრუნველყოფილი კრედიტორია.



ჩემი შეფასებით, გია გაჩეჩილაძე კრედიტორი არ არის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის აპირებს, თქვას - 5 მილიონი აქვს დახარჯული მაესტროში" და ის არის კრედიტორი. მას არა აქვს არანაირი დოკუმენტაცია და უბრალოდ მოჰყავს მოწმე, რაც ასევე ჩემი აზრით, უსუსური არგუმენტია. ყველას შეუძლია თქვას, რომ ტელეკომპანიაში ფული აქვს დახარჯული და უნდა იყოს კრედიტორი. თუკი მაკა ასათიანის მიერ დახარჯული თანხა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელსაც აქვს საბანკო ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ გაჩეჩილაძის მოწმე ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. თუ სასამართლო ამას მიიღებს, მოწმეს მიიღებს ამის არგუმენტად, სწორედ აქ გამოვლინდება ხელისუფლებისა და სასამართლოს არაობიექტურობა, რადგან არ შეიძლება მხოლოდ მოწმის საფუძველზე აღიარონ პირი კრედიტორად", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.


გადაბაძემ ასევე გაჩეჩილაძეების ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებებსაც უპასუხა და კორძახიას ურჩია, არ ინერვიულოს, ვინაიდან, გადაბაძის თქმით, უმჯობესია კორძახიამ კვალიფიკაცია აიმაღლოს.


არც მე და არც ჩვენს იურიდიულ სამსახურს კორძახიას უცნაურ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016