reportiori.ge - „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 04:01
რეგიონები
„ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 13:21


აფხაზური მედიის ცნობით, „ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.


მათი ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურზე 25 იანვრიდან 15 აპრილამდე დროებითი გათიშვის სისტემა ამუშავდა. კომპანია „ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლების განცხადებით, ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვინაიდან წყლის დონე რეზერვუარში კრიტიკულ დონემდე შემცირდა.



„ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორის ლევან მებონია განცხადებით, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს, იგი ორ წელიწადში შესაძლოა, დენის გარეშე დარჩეს.



ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას განცხადებით, თუ არ იქნება წყალუხვობა, მაშინ წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, რის შემდეგაც, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს.



ოპტიმისტური პროგნოზებით, წყალუხვობა მარტის დასაწყისში დაიწყება, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში - აპრილის შუა რიცხვებში", - განაცხადა გია ხუბუამ.


სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წელია, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც დროებითი გათიშვის სისტემის ჩართვა შედეგს არ გამოიღებს.



„ენგურჰესი" ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. ჰიდროაგრეგატები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, კაშხალი და წყალსაცავი კი - საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016